ავღანეთის სკოლებში სასწავლო პროცესი მხოლოს ბიჭი მოსწავლეებისთვის და კაცი მასწავლებლებისთვის განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
განცხადებაში, რომელიც ბიჭებს სკოლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, გოგო მოსწავლეები და ქალი მასწავლებლები ნახსენები არ არიან.
"ყველა კაცი მასწავლებელი და მოსწავლემ უნდა იაროს თავის საგანმანათლებლო დაწესებულებაში" - ნათქვამია განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც გასულ თვეში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი მთავრობა დაამხო, ისლამისტური ჯგუფი, თალიბანი პირობას დებდა, რომ ამჯერად ქვეყანას არ მართავდა ისე მკაცრად, როგორც წინა მმართველობისას, 1996-2001 წლებში, როცა გოგონებს სკოლაში სიარული აკრძალული ჰქონდათ და ქალებს არ შეეძლოთ მუშაობა და განათლების მიღება.