ჩინეთის მთავრობამ რეპეტიტორებს სკოლის მოსწავლეების მომზადება აუკრძალა

ჩინეთის მთავრობამ ქვეყანაში რეპეტიტორებს სკოლის მოსწავლეების მომზადება აუკრძალა. Reuters-ის ინფორმაციით, რეპეიტორების სისტემის აკრძალვის ახალი რეგულაციის თანახმად, როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს ეკრძალებათ მოამზადონ სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგნებში.

უცხოური მედიის ცნობით, რეგულაციების გვერდის ავლის მიზნით, მშობლებმა რეპეტიტორის "სახლის დამლაგებელის" სტატუსით დაქირავება დაიწყეს. თუმცა ჩინეთის განათლების სამინისტრო რეგულაციების დარღვევის მკაცრად გაკონტროლებას გეგმავს და აცხადებს, რომ "იატაკქვეშ" გადასულ რეპეტიტორების ინდუსტრიას დააკვირდებიან და "დამრღვევებს" გამოავლენენ.

რეგულაციამ უკვე მოახდინა გავლენა ჩინეთში მცხოვრებ ათიათასობით უცხოელზე, მათ შორის აშშ-ისა და ბრიტანეთის მოქალაქეებზე, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს ინგლისურში ამზადებდნენ.

.