მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კვლავ ქართველი პედაგოგი გახდა

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი კვლავ ქართველი პედაგოგი გახდა. 110 ქვეყნის პედაგოგებს შორის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული წელს, თბილისის სერვანტესის სახელობის გიმნაზია "აია-ჯესსის" მასწავლებელმა მარი ხარიტონაშვილმა მიიღო.

გამარჯვებულს ინდოეთში, ქალაქ დელიში, 10 ოქტომბერს დააჯილდოებენ. გეოგრაფიის მასწავლებელი, რომელსაც პედაგოგიკის 24 წლიანი სტაჟი აქვს, წელს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლების ათეულშიც მოხვდა.

მარი ხარიტონაშვილი სამი წლის წინ ევროსაბჭოს ორგანიზებით გამართული კონკურსში, საქართველოს საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა.