რუსეთში სამდღიანი საპარლამენტო არჩევნები დღეს დასრულდება

დღეს, რუსეთში საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის ბოლო დღეადასკვნითი დღეა. ხმის მიცემის პროცედურა 17 სექტემბერს დაიწყო.

კენჭისყრაში სულ 14 პარტია მონაწილეობს. ჯამში მოქალაქეები 450 დეპუტატს ირჩევენ.

როგორც რუსთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, გასული ორი დღის განმავლობაში ამომრჩეველთა აქტივობამ 31,51%-ი შეადგინა. მათივე ცნობით, ხმის მიცემის დროს ცესკო-მ სულ 137 დარღვევა დააფიქსირა. მათ შორის საუბარია ხმის მიცემის იძულებაზე.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე რუსეთის მთავრობის მიერ გამკაცრებული კანონმდებლობისა და ოპოზიციონერების დიდი ნაწილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლისა თუ ადმინისტრაციული საქმეების გამო, კრემლის ოპონენტების ერთი ნაწილი არჩევნებზე არ დაარეგისტრირეს, ხოლო სხვებმა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და სამშობლო დატოვეს.

აღსანიშნავია, რომ პირველად 1990-იან წლებიდან რუსეთში მიმდინარე არჩევნებს არ აკვირდება ეუთო-ს მისია.