1255 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტიდან 330 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 1255 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 330 იმყოფება.

, 1 255 მძიმე პაციენტიდან თბილისში მკურნალობს 485 პაციენტი, აჭარაში - 132, იმერეთში - 326. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 330 პირი, მათგან თბილისში - 196, აჭარაში - 24, იმერეთში - 30.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 595 264 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 559 996, გარდაიცვალა 8 541 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.