Covid-19-ით ინფიცირების შედეგად, ფილტვების 18 ქულიანი დაზიანებით, 8 წლის ბავშვი ციციშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე ადასტურებს.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში კოვიდინფიცირებულთა მომართვიანობა შემცირებულია და ამჟამად მათ კლინიკაში მხოლოდ 119 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება.
"გუშინ გადმოიყვანეს ერთ-ერთი კლინიკიდან კიდევ მძიმე ბავშვი, რომელსაც დაუნის სინდრომი აქვს და ფილტვების 18 ქულიანი დაზიანება. 8 წლის არის ეს ბავშვი. რეანიმაციაში ამ წუთში 4 ადგილია, დანარჩენი დაკავებულია. 21 პაციენტი წევს," - განაცხადა მაია ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 1 501 და 43 გარდაცვალების შემთხვევა დადასტურდა