ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მარჯვენა ფეხი მოიტეხა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც თავის ძაღლ მაიორთან თამაშის დროს ფეხი დაუცდა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
ჯო ბაიდენს ტერფის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. დონალდ ტრამპმა მას მალე გამოჯანმრთელება უსურვა.