SpaceX-ის კიდევ ერთი კოსმოსური ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. ოთხი არაპროფესიონალი ასტრონავტი, რომლებიც SpaceX Inspiration4-ის მისიით კოსმოსში გაემგზავრნენ, დედამიწაზეუსაფრთხოდ დაბრუნდნენ.
კოსმოსში მოგზაურები ფლორიდის ნაპირთან, ატლანტის ოკეანეში დაეშვნენ. კოსმოსში მათი მოგზაურობა SpaceX-ის კაფსულით 3 დღეს გაგრძელდა. მთელი მოგზაურობა სრულად ავტომატიზებული იყო.
სამდღიან კოსმოსურ მისიას Inspiration 4-ს საქველმოქმედო მიზანი ჰქონდა - 200 მილიონის შეგროვება მემფისში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოსთვის. ბავშვობაში, ამ კლინიკაში კიბოსგან განკურნეს ეკიპაჟის წევრი ჰეილი არსენო.
კოსმოსური აპარატი იმყოფებოდა დედამიწის ზედაპირიდან 575 კილომეტრის და საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტიდან 150 კილომეტრის სიმაღლეზე.