ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ 6 სასულიერო პირი ეპარქიიდა განკვეთა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ 6 სასულიერო პირი მონაზონთა და სასულიერო პირთა დასიდან განკვეთა.

​​აღნიშნული სასულიერო პირები ის ადამიანები არიან, რომლებიც მეუფე სტეფანესთან ბოლო რამდენიმე თვეა დაპირისპირებაში იყვნენ.

მეუფე სტეფანემ მათ საეკლესიო სამოსის ტარება აუკრძალა და ეპარქიის დასატოვებლად გარკვეული ვადა მისცა.

ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირები არიან: ტარიელ გვილავა (ყოფილი მონაზონი დანიელი) ნასყიდა ღუდუშაური (ყოფილი ბერ-დიაკონი პეტრე); მიხეილ მდივანი (ყოფილი მონაზონი ათინოგენი); თამაზ ხულუხია (ყოფილი მონაზონი ამბროსი); ბაჩუკი ხელაია (ყოფილი მონაზონი დავითი); ბათა-ავთანდილ გვილავა (ყოფილი მონაზონი ბასილი); მარკოზ წულაია (ყოფილი მონაზონი მარკოზი).

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის თქმით, აღნიშნული სასულიერო პირები, რომლებიც პეტრე ცაავას მხარდამჭერები არიან, არღვევდნენ საეკლესიო კანონებს.