თელავის მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილმა მეწყერმა ქართველ მესაზღვრეებს გზა ჩაუხერგა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა. მეწყერმა კავკასიონის ქედისკენ მესაზღვრეების სასაზღვრო ზოლამდე მისასვლელი გზის ნაწილი ჩახერგა.

მეწყერის მიზეზი 17- 18 სექტემბერს უხვი ნალექი მოსვლა გახდა, რის გამოც რამდენიმე ათასი კუბური მეტრი მიწა ჩამოიშალა.

„ველოდებით წყლის დონის დაკლებას , რის შემდეგაც კონტრაქტორი კომპანია შესაბამის სამუშაოებს ოპერატიულად დაიწყებს. გზის ამ მონაკვეთზე გადაადგილება შეზღუდულია”- განაცხადა თელავის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.