გაბრიელ ესკობარი: აშშ-ს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება სურს

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, გაბრიელ ესკობარის განცხადებით, აშშ-ს სურს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას ხელი შეუწყოს.

მისი თქმით, ამერიკა თავის ძალისხმევას მიმართავს ინტეგრაციის პროცესის ამჟამინდელ ნელი ტემპის გამოსაცოცხლებლად.

"20 წლის შემდეგ დაბრუნება და იმის აღქმა, რომ ამ ფრონტზე მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა, ცოტა არ იყოს იმედგამაცრუებელია. ჩვენ გვსურს უფრო სწრაფი ინტეგრაცია ვიხილოთ. საიმისოდ, რომ ინტეგრაცია რეალობად იქცეს, გამოწვევები უნდა გადალახონ როგორც ევროკავშირმა, ისე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა - ჩრდილოეთ მაკედონიამ, ალბანეთმა, სერბეთმა, კოსოვომ, მონტენეგრომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამ. თუმცა, ესკობარი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის ჩართულობა "ორივე მხარეს დააბრუნებს ამ გზაზე" - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში მან.

გაბრიელ ესკობარი სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად, სამხრეთ ცენტრალური ევროპის საკითხებში სექტემბრის თვეში დაინიშნა.