ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი Covid 19-ის ვირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეულმა გართულებების გამო, მიტროპოლიტის მდგომარეობა დამძიმდა და ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.
"გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალების გამო.აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი", - ნათქვამია ინფორმაციაში.