დღეიდან, დიდ ბრიტანეთში Covid 19-ის საწინააღდეგო ვაქცინით 12-15 წლის მოზარდების აცრა შესაძლებელი გახდება.
The Guardian-ის ცნობით, აცრის პროცედურები ძირითადად სკოლებში განხორციელდება.
ამ გადაწყვეტილების გამო, მთავრობიდან სკოლის ადმინისტრაციებს სპეციალური მითითება მისცეს, მშობლების ან სხვა ჯგუფების მხრიდან სკოლის შენობებთან საპროტესტო აქციების დაგეგმვის შემთხვევაში პოლიციას შეატყობინონ.
12-15 წლის ბავშვების აცრა შოტლანდიასა და უელსში მიმდინარე კვირაში დაიწყება, ჩრდილოეთ ირლანდიაში კი - ოქტომბრიდან.