საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 34 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 3 534 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ბოლო 24 საათში 12 503 ტესტი ჩატარდა - 5 591 PCR ტესტით და 6 912 კვლევა ანტიგენის ტესტით. ამ დროისთვის 5 445 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობაშია 1 253 პაციენტი, სუნთქვის აპარატზეა 320 პაციენტი.
ბოლო 24 საათში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.29%-ზე ჩამოვიდა.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 662 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში CIVID19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 595 926-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.29%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 7.14% ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.91%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 534 ადამიანი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 563 530-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 8 575 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 662 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 252 შემთხვევა, აჭარა - 68, იმერეთი - 102, ქვემო ქართლი - 40, შიდა ქართლი - 20, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 795, საიდანაც 17 314 ბინაზე მკურნალობს.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 1. სულ 6 ოქტომბრიდან - 19 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 157 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 20 475 ადამიანი.