1253 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტი და სუნთქვის აპარატზე მყოფი 320 ადამიანი

ამ დროისთვის საქართველოს კლინიკებში1253 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 320 ადამიანი იმყოფება.

ამ ეტაპზე, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას სულ 5 445 ადამიანი გადის.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 34 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 3 534 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1253 მძიმე პაციენტიდან თბილისში მკურნალობს 485 პაციენტი, აჭარაში - 144, იმერეთში - 333. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 320 პირი, მათგან თბილისში - 190, აჭარაში - 20, იმერეთში - 30.

ინფექციის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 595 926 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 563 530, გარდაიცვალა 8 575 პაციენტი.