რუსეთის ქალაქ პერმის უნივერსიტეტზე შეიარაღებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი ამის შესახებ BBC იტყობინება.
უცნობია, რამდენი ადამიანი დაშავდა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი დაკავებულია.
რუსეთის ოფიციალური საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ თავდამსხმელი უნივერსიტეტის სტუდენტია.
ინციდენტი მოხდა ქალაქში, რომელიც დედაქალაქიდან 1300 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.