ვაქცინაციის მაჩვენებელმა იკლო, რასაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საგანგაშოდ მიიჩნევს.
ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის სტიმულირება, რომ გააქტიურდეს ქალაქების მოცვა.
20 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 655 040 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 947 477 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.2%
სრულად ვაქცინირებულია 707 563 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.8%
19 სექტემბერს, აიცრა 7 720 ადამიანი.