"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ სავარაუდოდ, "სუს-იდან გამოჟონილ ფაილებზე" პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატი სავარაუდო ფარული მოსმენებისა და მიყურადების ფაქტზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
დეკანოიძის თქმით, მის შესახებ გამოქვეყნებული ჩანაწერები, მათ შორის, ელჩებთან საუბრების ეპიზოდი, რეალურია, ამიტომ უნდა მოხდეს გამოძიება.
"მე ვფიქრობ, რომ ყველამ, ვისზეც გავიდა ინფორმაცია, რომ უსმენენ, ყველა ადამიანმა უნდა შეიტანოს საჩივარი. ჩემი ეპიზოდი იყო ფარული მიყურადება სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებთან - მე დღეს შემაქვს საჩივარი, რომ დაიწყოს გამოძიება ფარულ მიყურადებაზე", - თქვა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა მასალები, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება. ანონიმურად გაგზავნილი ფაილებში ინახება ასევე საქაღალდები: კლინიკები, რესტორნები სასტუმროები, კაფე-ბარები, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ამ სფეროს წარმომოადგენელთა მიყურადება თვალთვალიც ხდებოდა.