„გასულ კვირას, პირველად სექტემბრიდან, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, რაც საჭირო ზომების დაწესების შედეგად გახდა შესაძლებელი“, - ამ სიტყვებით დაიწყო ტრადიციული პრესკონფერენცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
„ეს მისასალმებელი ამბავია“, - აღნიშნა გებრეისუსმა და დაამატა, რომ ამ მიღწევას გაფრთხილება სჭირდება, ვინაიდან ზოგიერთ რეგიონში ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი იზრდება.
„დასვენების დღეები ახლოვდება და სადღესასწაულო პერიოდში ყველას გვინდა იმ ადამიანებთან ყოფნა, ვინც გვიყვარს, თუმცა უნდა გავაცნობიეროთ, ვისი სიცოცხლე შეიძლება ჩავაგდოთ საფრთხის ქვეშ. Covid19-ის პანდემია დღესასწაულის აღნიშვნაში ცვლილებებს შეიტანს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ზეიმი არ შეგვიძლია. აღნიშვნა ჯერ კიდევ შეგვიძლია - ეს დამოკიდებულია ეროვნულ გაიდლაინებზე. პირველი შეკითხვა, რომელიც თქვენ თავს უნდა დაუსვათ ასეთია: ნამდვილად გჭირდებათ თუ არა მოგზაურობა? ბევრი ადამიანი ამ პერიოდს სახლში ატარებს, თავს არიდებს შეკრებებს და ოჯახის წევრებთან ერთად იკრიბება.
თუ თქვენ შეხვდებით სხვა ადამიანებს, ეს სახლის გარეთ გააკეთეთ, დაიცავით ფიზიკური დისტანცია და ატარეთ პირბადე. მოერიდეთ ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებს, ისარგებლეთ ონლაინ შოპინგით, თუ ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
თუ მგზავრობა საციცოცხლოდ აუცილებელია, ჯანმოს ხელმძღვანელს რისკის შესამცირებლად ასეთი რჩევა აქვს: დაიცავით დისტანცია, ატარეთ პირბადე აეროპორტებსა და რკინიგზის სადგურებზე. ასევე - მატარებლებში, თვითმფრინავებსა და ავტობუსებში; ატარეთ სანიტაიზერი, ან ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით. თუ თავს ცუდად გრძნობთ, არ იმოგზაუროთ. პანდემია დასრულდება და ჩვენ ამაში წვლილი ყველამ უნდა შევიტანოთ“, - განაცხადა ტედროს გებრეისუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.