ჯანმოს ხელმძღვანელი: დარწმუნებული ვარ, რომ ამ პანდემიას დავამარცხებთ

„ბევრი ადამიანისთვის კორონავირუსის პანდემია შიშის წყაროა, თუმცა ეს ასევე შეიძლება იქცეს იმედის წყაროდ“, - ამის შესახებ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„ჩვენ შეგვიძლია, დავამარცხოთ Covid19“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა და დაამატა, რომ იმედს იძლევა ვაქცინის შესახებ გავრცელებული ცნობები.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ პანდემიას დავამარცხებთ არსებული რესურსების და ასევე ვაქცინების გამოყენებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამის იმედი გვქონდეს - არამხოლოდ იმედი, სოლიდარულიც ვიყოთ, რათა ერთად ვიბრძოლოთ“, - აღნიშნა ტედროს გებრეისუსმა.