კახა კალაძე სუს-ზე: კანონის ფარგლებში აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც მოსასმენია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება დაიცვას და კანონის ფარგლებში უნდა მოუსმინონ ყველას ვისი მოსმენაც სჭირდებათ.

მისი თქმით, უფრო მიზანშეწონილი იქნება ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიებას დაელოდონ.

"უსაფრთხოების სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე. აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა დიპლომატებსაც. ჭორაობას ხომ არ დავიწყებ, დაველოდოთ გამოძიებას და ამის მიხედვით შესაძლებელი იქნება განმარტებებისა და კომენტარის გაკეთება. ობიექტური გამოძიება დაწყებულია, შესაბამისად, დაველოდოთ თუ ვინ, როგორ, რა გააკეთა. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი გახდება ცხადი, ვის მიერ იქნა ეს გავრცელებული, რა არის აქედან სიმართლე, რა არის ტყუილი და ა.შ. უშიშროების სამსახური არის იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიცვას უსაფრთხოება. მოუსმინოს იმას, ვინც მოსასმენია კანონის ფარგლებში. ეს ყველა ქვეყანაში ასე ხდება. შესაბამისად, ჩვენი უსაფრთხოების სამსახურიც უნდა იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ და მოსასმენია, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. თუ საჭიროა დიპლომატებსაც“, - განაცხადა კალაძემ.