აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ.

მათი თქმით, სომხეთის შეარაღებული ძალების გასვლისა და ოკუპაციიდან 28 წლის შემდეგ, რაიონი აზერბაიჯანს დაუბრუნდა.

„სამმხრივი შეთანხმების თანამხად, რომელსაც ხელი აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა მოაწერეს, პირველ დეკემბერს აზერბაიჯაინის სამხედრო დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ“, - აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები 44 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. მოსკოვში დადებული ხელშეკრულება სომხეთს მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილიდან გასვლას ავალდებულებს.