„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“  ადმინისტრაცია ე.წ სისხლიანი ბანერების სკანდალს პასუხობს

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ საორგანიზაციო ჯგუფი, პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. "ლელოს" მტკიცებით, ე.წ სისიხლიანი ბანერებით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერები ჩაანაცვლეს.

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ განცხადების ვატორების თქმით, სარეკლამო ბილბორდების მფლობელ კომპანია "ალმა"-სთან გაფორმებული კონტრატქის თანახმად, „მათი ბანერები 19 ივნისამდე უნდა განთავსებულიყო. შესაბამისად ბანერების განთავსების ვადა ამოწურული იყო და პოლიტიკური ბანერებით უკანონოდ ჩანაცვლება ვერ მოხდებოდა.

" თბილისის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ შპს „ალმასთან“, საინფორმაციო სარეკლამო მასალების გარე კონსტრუქციებზე განთავსების მომსახურების შესახებ კონტრაქტი გაფორმდა. რომლის თანახმად, აღნიშნული პროექტის სარეკლამო ბანერები 2021 წლის 20 აპრილიდან, ამავე წლის 19 ივნისამდე უნდა განთავსებულიყო. ამ მიზნით, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ორგანიზაცია „ალმასგან“ ყოველთვიურად, 275 კვადრატული მეტრი ფართობის სარეკლამო სივრცეს ქირაობდა. ვინაიდან, 2021 წლის 19 ივნისს, მათ შორის დადებული კონტრაქტი დასრულდა, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ბანერები ჩამოიხსნა და ამაზე პასუხისმგებელი შპს „ალმა“ გახლავთ", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.