ე.წ სამხრეთ ოსეთმა და რუსეთმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, რომელიც ე.წ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული წესით და მიიღონ მათ დამატებითი სოციალური გარანტიები.
როგორც ცნობილია, შეთანხმებას ხელი მოაწერეს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, დმიტრი მედოევმა და ცხინვალში რუსეთის ელჩმა, მარატ კულახმეტოვმა.
მანამდე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივების შეთანხმების პროექტი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დაამტკიცა.
ამავე თემაზე: