BBC-ის ცნობით, ბრიტანეთის ავიაკომპანიები მიესალმებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, გაამარტივონ ფრენებთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც კორონავირუსზე ტესტირების შემცირებას გულისხმობს.
გაერთიანებული სამეფოს ავიაკომპანიების განცხადებით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ავიასექტორის გახსნას.
ტრანსპორტის მდივანმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ ცვლილებები უფრო მეტ ადამიანს საშუალებას მისცემს იმოგზაუროს მთელს მსოფლიოში.
BBC-ის ცნობით, 4 ოქტომბრიდან ინგლისში ქარვისა და მწვანე ქვეყნების ჩამონათვალი უქმდება და რჩება მხოლოდ წითელი სია, რომელშიც ჩამოთვლილი ქვეყნების რაოდენობა მაქსიმალურად შემცირდება.
ამასთანავე, სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ გამგზავრებამდე PCR ტესტის აღება და ასევე PCR ტესტის ჩანაცვლებას სწრაფი ტესტით შეძლებენ.
დიდი ბრიტანეთის ავიახაზების აღმასრულებელი დირექტორის ტიმ ოლდერსლეიდის განცხადებით, "ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, რაც ქვეყნის ავიაციის სექტორის გახსნას ხელს შეუწყობს".