თურქეთის პრეზიდენტი რუსეთს ეწვევა

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვევა, რა დროსაც ის შეხვედება რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს. ერდოღანის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს დაუდასტურა.

"მართლაც, იგეგმება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამუშაო ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში", - განუცხადა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

მან ხაზი გაუსვა, რომ ერდოღანსა და მის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს ექნება ფართო დისკუსია. პესკოვმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას განიხილება ორმხრივი ურთიერთობები, სირიისა და სხვა რეგიონული საკითხები.

პრეზიდენტების შეხვედრის თარიღი თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.