ვატიკანში შესასვლელად „მწვანე ბარათების“ წარდგენა იქნება საჭირო

პირველი ოქტომბრიდან ვატიკანში შესასვლელად ჯანმრთელობის სერტიფიკატის წარდგენა იქნება საჭირო, რომელიც კორონავირუსისგან იმუნიტეტის მტკიცებულებას შეიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას TheGuardian-ი ავრცელებს.

ვატიკანის განცხადებით, ვატიკანის ბინადრებს, მუშებსა და ვიზიტორებს მოუწევთ თან იქონიონ „მწვანე ბარათი“, რომელიც უკვე ფართოდ გამოიყენება იტალიის ტერიტორიაზე. გამონაკლისი იქნება მათთვის, ვინც წირვას ესწრება.

„მწვანე ბარათი“ ადასტურებს, რომ მოქალაქემ ვაქცინის, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ურყოფით პასუხი აქვს ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.