ჯანმოს ხელმძღვანელი ავღანეთში ჩავიდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი ავღანეთში ჩავიდა. ვიზიტის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ავღანელი ხალხის ჯანმრთელობის დაცვა არის ჯანმოს "უმთავრესი პრიორიტეტი".

როგორც ცნობილია, ჯანმოს ხელმძღვანელი "თალიბანის" ხელმძღვანელობას შეხვდება.

"მე ავღანეთში ვარ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონალური ოფისის) დირექტორთან აჰმედ ალ მანდჰარისთან ერთად.

ავღანელი ხალხის ჯანმრთელობის დაცვა არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმთავრესი პრიორიტეტი.

ჩვენ მოვინახულებთ ჯანდაცვის ობიექტებს, შევხვდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავღანეთის თანამშრომლებს, ჯანდაცვის მუშაკებს და "თალიბანის" ხელმძღვანელობას ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე.", - წერს ჯანმოს ხელმძრვანელი.