ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 84-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსით კიდევ 87 ადამიანის დაინფიცირება დაადასტურა.

მათი ინფორმაციით, გუდაუთის ჰოსპიტალში COVID-19-ით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა.

აპრილის შემდეგ აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 5970 შემთხვევა, მათგან 3845 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 84 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 240 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.