ევროპარლამენტის პრეზიდენტი, დავიდ სასოლი, რომელსაც პნევმონია დაუდგინდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის პრეზიდენტი ახლა თავს კარგად გრძნობს.
"ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი ოთხშაბათს, 15 სექტემბერს, სტრასბურგის სამოქალაქო საავადმყოფო Hôpital Civil-ში გადაიყვანეს.აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევისას მას პნევმონია დაუდგინდა და დაუყოვნებლივ დაექვემდებარა შესაბამისი თერაპიებით მკურნალობას. მისი მდგომარეობა კარგია“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტის პრესმდივანმა.
როგორც Euronews-ი წერს, 65 წლის იტალიელი, რომელიც თავის ამჟამინდელ თანამდებობას 2019 წლის ივლისიდან იკავებს, უჩიოდა სიცხეს და მოუწია პარლამენტის სხდომის ნახევარი დაეტოვებინა.
.