21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს - ღვთისმშობლობას აღნიშნავს.

საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება. სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვას პატრიარქის მოსაყდრე აღავლენს.

ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.

საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, უძველესი დროიდან, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.