საქართველოში კორონავირუსი 2 470 ადამიანს დაუდასტურდა, 46 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 470ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 243 პაციენტი, 46 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 598 396 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 565 773, გარდაიცვალა 8 621 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 250 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 726 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 524 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.21 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.06% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.65%.

ინფიცირების 2 470 ახალი შემთხვევიდან 705 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 149, იმერეთი - 492, ქვემო ქართლი - 181, შიდა ქართლი - 161, გურია - 48, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 270, კახეთი - 319, მცხეთა-მთიანეთი - 63, სამცხე-ჯავახეთი - 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 23 976, საიდანაც 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 007, აჭარაში - 568, იმერეთში - 1 028.

მძიმე პაციენტია 1 199, მათ შორის, თბილისში - 452, აჭარაში - 132, იმერეთში - 338.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310, მათგან თბილისში - 195, აჭარაში - 15, იმერეთში - 29.

996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 - თბილისში, 281 - აჭარაში.

17 749 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 20 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 160 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 19 777 ადამიანი.