ყნოსვის დაკარგვის სიმპტომი COVID19-ით ინფიცირებულებში -  რა დაადგინა ისრაელში ჩატარებულმა კვლევამ

მილიონობით ადამიანი, მათ შორის ათიათასობით ისრაელში, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, ყნოსვის დაკარგვას უჩივიან. შესაბამისი კვლევა იერუსალიმის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს.

ეს სიმპტომები გავრცელებულია იმ ადამიანებში, რომლებმაც COVID19 მსუბუქად და არა მძიმედ გადაიტანეს.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაავადების დროს, პაროსმიის შემთხვევები დაფიქსირდა - მდგომარეობა, რომლის დროსაც გარკვეული სუნი განსხვავებულად და ხშირად უსიამოვნო სუნით გამოირჩევა.

ასევე ფანტოსმია (ყნოსვითი ჰალუცინაციის თავისებური ტიპი, რომლის დროსაც ადამიანი აღიქვამს არარეალურ სუნებს) დაფიქსირდა იმ პაციენტების მხოლოდ 10% -ში, რომლებმაც დაკარგეს ყნოსვა. სულ 47% -ს აღენიშნა პაროსმია და 25% ფანტოსმია.

ანგარიში გასული თვის ბოლოს გამოქვეყნდა და ის ჯერ არ არის განხილული. მისი მიხედვით, თუ ისრაელში დაახლოებით მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათგან ნახევარმა დაკარგა ყნოსვა, სავარაუდოა, რომ ათიათასობით ადამიანს აქვს სუსტი სუნი და/ან განიცდიან ერთ-ერთ მათგანს ზემოთ დასახელებული ფენომენებიდან.

„ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რატომ და როგორ ხდება ეს ზუსტად”, - განაცხადა ისრაელის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და გარემოს დაცვის ფაკულტეტის პროფესორმა მაშა ნივმა, რომელიც ხელმძღვანელობდა კვლევას სასწავლებლის სახელით. მისივე თქმით, შესაძლებელია სიმპტომები ნაკლებად გამოხატული იყოს იმ ადამიანებში, ვინც ავად გახდა ვაქცინაციის შემდეგ, „მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ვარაუდია“.

ეს კონკრეტული კვლევა მოიცავდა დაახლოებით 1,400 არავაქცინირებულ ადამიანს, რომლებიც გამოიკითხნენ ვირუსით ინფიცირების დროს, განკურნებისთანავე და ასევე, 11 თვის შემდეგ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დაავადებიდან ორიდან 11 თვემდე, ქალების 60% და კაცების 48%-ს, 80%-ით ჰქონდა შემცირებული სუნის შეგრძნება.