მზეჭაბუკის ძეგლის მოსაწყობად, ქუთაისის მერია, 100 000-მდე ლარს დახარჯავს

მზეჭაბუკის ძეგლის მოსაწყობად ქუთაისის მერია თითქმის 100 000 ლარს დახარჯავს. ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე უკვე გამოცხადდა. წინადადების მიღება 6 დეკემბერს დაიწყება და 9 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 98 699 ლარია.

"ქუთაისის მერიის მოთხოვნით, პრეტენდენტს აუცილებლად უნდა ჰყავდეს მხატვარ-მოქანდაკის კვალიფიკაციის მქონე მინიმუმ 1 სპეციალისტი, ბრინჯაოს ქანდაკებებზე მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილებით."მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ქალაქ ქუთაისში, 9 აპრილის ქუჩაზე მზეჭაბუკის ძეგლის მოწყობა. სამუშაოები უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი ესკიზით". - ნათქვამია დოკუმენტაციაში.

სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღეა, ხოლო გარანტია 3 წელი უნდა იყოს.

მზეჭაბუკი, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის ავტორობით შესრულებული დიდების მემორიალის ნაწილი იყო, მონუმენტის აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე აიღეს.