რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, სამშვიდობო და თავდაცვითი მიზნებისთვის, ე.წ სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა გადასცა.
მედიის ცნობით, სამხერდრო ტექნიკის გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, ე.წ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩი მარატ კულახმეტოვი, რესპუბლიკის განათლების დღის აღსანიშნავად ჩამოსული ოფიციალური დელეგაციების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
"ახალი ტექნიკის წყალობით შევძლებთ საკუთარი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზაობის გაზრდას", - განაცხადა ღონისძიებაზე დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა.
მისივე თქმით, ეს არის რუსეთის სამხედრო ტექნიკის მოწოდების პირველი ეტაპი, უახლოეს პერიოდში კი, ცხინვალში კიდევ ახალი რუსული ტექნიკა შევა.
"ჩვენ ორიენტირებული ვართ მშვიდობიან განვითარებაზე, უსაფრთხო ცხოვრებაზე. ყველა გადაცემულ აღჭურვილობას აქვს ექსკლუზიურად მშვიდობიანი, თავდაცვითი დანიშნულება... გარანტიას გაძლევთ, რომ ამ ქონებას კვალიფიციურად და ხარისხიანად გამოვიყენებთ, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით", - აღნიშნა მინისტრმა.