დმანისში, სოფელ განთიადში ხმაური და დაპირისპირებაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები და დაჭრილები.
დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც დმანისში, ოპოზიციის ერთ-ერთი კანდიდატი მოსახლეობას ხვდებოდა.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მათი ორი აქტივისტი დანით დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.
პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დაჭრაში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი და პარტიის სხვა მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, Europetime შსს-ს დაუკავშირდა, მაგრამ უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.