მსოფლიოს უდიდესმა ციფრულმა ვალუტამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. როგორც Bloomberg-ი წერს, ბიტკოინის ღირებულება 19,857 დოლარი გახდა.
ორშაბათს ბიტკოინმა 8.7 %-თ მოიმატა, რის შედეგადაც, მსოფლიოს უდიდესი ციფრული აქტივის ღირებულებამ 19,857 დოლარი შეადგინა.
კრიპტოსამყაროს ყველაზე ცნობილი ვალუტისთვის ამგვარი მატება ახალი არაა, მაგალითისთვის 2017 წელს მისი ღირებულება 19,511 დოლარი იყო, თუმცა ვალუტამ წლის ბოლოს ღირებულების 70% დაკარგა.
ბიტკოინი, მატების მიუხედავად, ძალზე არამდგრადი რჩება. Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის ციფრული ვალუტის საშუალო დღიური ფასი 2,7%-თ იცვლება.