ბათუმში, ქუჩების დატბორვის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ობიექტები დაზიანდა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის ქუჩები დაიტბორა. ავტომობილებს ქუჩებში გადაადგილება უჭირთ. წყალმა საცხოვრებელი სახლები და სავაჭრო ობიექტები დააზიანა.

ყველაზე ძლიერი დატბორვა მოხდა ჭაობის დასახლებაში, მელიქიშვილის, გიორგი ბრწყინვალის და 26 მაისის ქუჩებზე.

ამინდის პროგნოზის მიხედვით, ორი დღის განმავლობაში ძლიერი წვიმა გაგრძელდება.