COVID19: 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, 2 024 დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 016 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 024 პაციენტი, 43 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 600 412 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 567 797, გარდაიცვალა 8 664 პაციენტი.

21 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.77 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6.92%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 6.48%.

საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისსა და კახეთში გამოვლინდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2470 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 708 შემთხვევა, აჭარა - 130, იმერეთი - 289, ქვემო ქართლი - 145, შიდა ქართლი - 103, გურია - 63, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 188, კახეთი - 301, მცხეთა-მთიანეთი - 37, სამცხე-ჯავახეთი - 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

სულ 23 925 ინფიცირებულიდან, 5 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 007, აჭარაში - 568, იმერეთში - 1 028. ამ ეტაპზე 1 199 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 452, აჭარაში - 132, იმერეთში - 338. 310 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა, მათგან თბილისში - 195, აჭარაში - 15, იმერეთში - 29. 993 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 - თბილისში, 281 - აჭარაში. 17 749 ბინაზე მკურნალობს.