ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიუ-იორკში შეხვედრა გამართეს

ნიუ-იორკში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესის ფარგლებში შედგა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის ცნობით, ვლადიმირ ზელენსკიმ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვედრისას რუსეთის მიერ არაკანონიერად დაკავებული აქტივისტების, კერძოდ, ყირიმელი თათრების გათავისუფლებაში დახმარების აღმოჩენა სთხოვა.

პრეზიდენტებმა ასევე, რიგი ეკონომიკური საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ შეთანხმების მომზადებისა და ხელმოწერის დასრულების აუცილებლობას.

როგორც შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, ახლო აღმოსავლეთიდან თურქეთის დახმარებით თხევადი გაზის მიწოდების საკითხი უკრაინისთვის კვლავ აქტუალურია.

გარდა ამისა, ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა საზღვაო სფეროში სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, თურქეთმა ყირიმში, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩატარებული არჩევნები არ აღიარა.