2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლებს სახელფასო დანამატი ეზრდებათ

2021 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით.

ფინანსთა სამინიტროს ცნობით, გარდა ამისა, 2021 წელს შრომით ანაზღაურებაში გათვალისწინებულია თანხა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს 2020 წელს პოლიციასა და ჯარში გაზრდილი შრომის ანაზღაურების სრული წლის დაფინანსება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში დევნილთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და მიგრანტთა ხელშეწყობისათვის ჯამურად გამოყოფილია 103.1 მლნ ლარი. 30 მლნ ლარზე მეტი გათვალისწინებულია მიწის რეგისტრაციის ღონისძიებების ხელშეწყობისთვის.