ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი და ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი, რომელიც ამ პოზიციაზე ივნისში დაინიშნა, ევროკავშირის სათაო ოფისში ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარეს. ამის შესახებ დღეს ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს თბილისში განუცხადა, როდესაც ფარული ჩანაწერების თემაზე ჰკითხეს.
„არ იქნებოდა ბუნებრივი, თუ ისეთი ახლო პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, ასეთი სახის აქტივობებში იქნებოდა ჩართული ჩვენს წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ელჩი ბრიუსელში სათაო ოფისში მიიწვიეს შეხვედრაზე“, - აღნიშნა ელჩმა და დაამატა, რომ საქართველოს ელჩს ევროკავშირის პოზიცია გააცნეს და შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის თაობაზე განუცხადეს.
ქართული მედიის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავს.