"თალიბანმა" გაეროში საკუთარი წარმომადგენელი წარადგინა

"თალიბანმა" გაეროში საკუთარი წარმომადგენელი წარადგინა. ავღანეთის ახალმა ხელისუფლებამ გაეროს გენერალურ მდივანს ავღანეთის წარმომადგენლად, სუჰაილ შაჰინის წარდგენაზე ოფიციალურად მიმართა.

მედიის ინფორმაციით, შესაბამისი კომიტეტი, "თალიბანის" მიმართვას სავარაუდოდ, მომდევნო ორშაბათს განიხილავს, ამიტომ, შესაძლებელია, "თალიბანის" ხელისუფლებამ ნიუ იორკში მიმდინარე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიმართვა ვერ გაავრცელოს.

გაეროში აცხადებენ, ავღანეთის ახალი ელჩის დამტკიცებას, 9 წევრისგან შემდგარი რწმუნებათა კომიტეტის თანხმობა სჭირდება.