ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცის განცხადებით, ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ. ამის შესახებ სებასტიან კურცი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.
„დიდი მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჩვენი კარგი შეხვედრისა და ავღანეთის თემაზე მრგვალი მაგიდის პრინციპით გამართული მაღალი დონის დისკუსიებში მონაწილეობისთვის.
ავსტრიასა და საქართველოს შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ. ჩვენ ახალი კორონავირუსის პანდემიის დროსაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ”,- წერს სებასტიან კურცი.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერს, სებასტიან კურცს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდა.