ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი თანაშემწის ავტომობილს ესროლეს

სოფელ ლისნიკის მახლობლად (კიევის ოლქი), უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი თანაშემწის, სერჰი შეფირის ავტომობილს ესროლეს. დაჭრილია მძღოლი. უკრაინული მედიის ცნობით, 10 -ზე მეტი ტყვია მოხვდა მანქანას.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ Facebook-ზე დაწერა, რომ გასროლა ავტომატური იარაღიდან მოხდა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, საქმეს ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მიეცა. გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის თანაშემწის ავტომობილს უცნობმა პირებმა გაუხსნეს ცეცხლი.