Freedom House-მა ინტერნეტის თავისუფლებაზე ანგარიში გამოაქვეყნა

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Freedom House-ი ინტერნეტის თავისუფლების მონაცემს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია ერთი ქულით გაუმჯობესდა. აქვე მითითებულია პროგრესის სტაგნაცია.

ანგარიშის ავტორები გამოწვევებს შორის ასახელებენ კიბერ თავდასხმებსა და ონლაინ შევიწროებას.

ინტერნეტის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში საქართველოს 77 ქულა აქვს.

კრიტერიუმიდან - „ხელმისაწვდომობაზე ხელის შეშლა“, მაქსიმალური 25 ქულიდან, საქართველოს 19 ქულა აქვს.

„კონტენტის შეზღუდვაში“ კი ქვეყანა 35-დან 31 ქულა აქვს,რაც შეეხება მომხმარებლების უფლებების დარღვეას, საქართველოს 27 ქულა აქვს 40-დან.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე უკეთესი მდგომარეობა საქართველოს აქვს, უარესი - აზერბაიჯანს, რომლის ქულაც 35-ს შეადგენს.