გაერო ავღანეთის ჯანდაცვას 45 მლნ დოლარით დაეხმარება

გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის სამმართველო ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად 45 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში და გადაუდებელი დახმარების კოორდინატორმა, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა.

მისი თქმით, მან გამოყო 45 მილიონი დოლარი გადაუდებელი თანხები ავღანეთის ჯანდაცვის სისტემის დანგრევის თავიდან ასაცილებლად.

"ქვეყანაში წამლები, სამედიცინო ნივთები, საწვავი მთავრდება. ჯანდაცვის სფეროს საკვანძო მუშაკებს ხელფასს არ უხდიან", - აღნიშნულია გრიფიტსის განცხადებაში.

მისი თქმით, ავღანეთის ჯანდაცვის სისტემის დანგრევას კატასტროფული შედეგები ექნება.

როგორც გრიფიტსმა განაცხადა, გაეროს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საჭიროების შემთხვევაში ავღანეთის ხალხს გვერდით დაუდგეს.

მისი თქმით, თანხები გადაირიცხება გაეროს ჯანდაცვისა და ბავშვთა ფონდის სააგენტოებში, რაც მათ საშუალებას მისცემს პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით შეინარჩუნონ საავადმყოფოები, Covid-19 ცენტრები და ჯანდაცვის სხვა დაწესებულებები წლის ბოლომდე.