საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ლიეტუვის პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან ისაუბრა

„საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების მოწმეები ვართ“, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ადგილი აქვს აგრესიულ ქმედებებს ოკუპანტი ძალების მხრიდან. როგორიცაა ე.წ ბორდერიზაცია, გადაადგილების შეზღუდვა და არაკანონიერი დაკავებები. ყველაფერი ეს დაბრკოლებას უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას. ჩვენი მოვალეობაა აგრესორს პასუხი ვაგებინოთ“, - განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკში, გაეროს 76-ე ასამბლეა იმართება.

საქართველოს პრემიერ- მინისტრ ირაკლი რარიბაშვილის გამოსვლა გენერალური ასამბლეის სესიაზე 24 სექტემბერს არის ჩანიშნული.