აშშ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს Pfizer-ის ვაქცინის 500 მლნ დოზას გადასცემს

ხვალ ჯო ბაიდენი გამოაცხადებს, რომ აშშ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის დამატებით ნახევარ მილიარდ დოზას ყიდულობს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა.

აშშ Pfizer-ის ვაქცინის 500 მილიონ დოზას დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს მიაწვდის.

"პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს, რომ აშშ Pfizer–ის ვაქცინის დამატებით 500 მილიონ დოზას ყიდულობს, რათა მსოფლიოს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს შესწიროს", - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

როგორც ცნობლია, აღნიშნული დოზები ამერიკის შეერთებულ შტატებში დამზადდება და გადაზიდვა იანვარში დაიწყება.

ამრიგად, მსოფლიოში უკვე მოწოდებული ვაქცინების 500 მილიონ უფასო დოზასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატები სხვა ქვეყნებს ვაქცინაციისთვის სრულიად უფასოდ ჯამში 1,1 მილიარდ დოზას გადასცემს.