ავსტრალია შობისთვის საზღვრებს გახსნის

ავსტრალიის ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების მინისტრის განცხადებით, ავსტრალია მზადაა საზღვრები საშობაოდ გახსნას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"მე თანაგრძნობას ვუცხადებ ავსტრალიელებს, რომლებმაც წელს, შეზღუდვების გამო, საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობაზე უარი მიიღეს.

ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ყველამ უნდა გაიკეთოს ვაქცინა და ჩვენ უნდა ვიცავდეთ ეროვნულ გეგმას, რომლის მიხედვითაც ჩვენი საერთაშორისო საზღვარი გაიხსნება - ამ მაჩვენებლით არა უგვიანეს შობისა", - განაცხადა მინისტრმა.

საზღვრების გახსნის შემდეგ ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს შეუშვებენ.

ცნობისთვის, 22 სექტემბრის მონაცემებით, ავსტრალიელთა დაახლოებით 38% -მა გაიკეთა კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა.